პირობები

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები აპლიკაციის ჩამოტვირთვის ან გამოყენების მომენტიდანვე გავრცელდება თქვენზე, ამიტომ თქვენ უნდა დარწმუნდეთ, რომ ყურადღებით გაეცანით მოცემულ პირობებს, სანამ გამოიყენებთ აპლიკაციას. თქვენ არ გაქვთ ულფება მოახდინოთ აპლიკაციის, მისი ნაწილის ან ჩვენი სასაქონლო ნიშნის ნებისმიერი ფორმით დუბლირება ან/და ცვლილება. თქვენ არ გაქვთ უფლება მოახდინოთ აპლიკაციის პროგრამული კოდის ამოღება და მისი დუბლირება/ცვლილება, აგრეთვე არ უნდა ეცადოთ მის თარგმნას სხვადასხვა ენაზე ან ჩვენი აპლიკაციის დერივატიული ვერსიის შექმნას. აპლიკაცია, სასაქონლო ნიშნები, საავტორო უფლებები, მონაცემთა ბაზებთან დაკავშირებული უფლებები და ყველა სხვა ინტელექტუალური საკუთრების უფლება რომელიც ნებისმიერი ფორმით კავშირშია ჩვენს აპლიკაციასთან, წარმოადგენს შპს ქართლიენერჯის საკუთრებას.

შპს ქართლიენერჯი ცდილობს გახადოს აპლიკაცია რაც შეიძლება უფრო გამოსადეგი და ეფექტური. სწორედ ამ მიზეზით, ჩვენ ვიტოვებთ უფლებას განვახორციელოთ აპლიკაციაში ცვლილებები და აგრეთვე მოვითხოვოთ ჩვენი აპლიკაციის მიერ მოწოდებული სერვისისათვის საფასურის გადახდა ნებისმიერ დროს და ნებისმიერი მიზეზით. ჩვენ არასდროს მოგთხოვთ აპლიკაციის და მის მიერ მოწოდებული სერვისისათვის საფასურის გადახდას ახსნა-განმარტების გარეშე, რათა თქვენ გქონდეთ ზუსტი ინფორმაცია თუ რაში იხდით ფულს. იმისათვის, რომ მოგაწოდოთ ჩვენი სერვისი, AIENERGY-ს აპლიკაცია ინახავს და ამუშავებს პერსონალურ ინფორმაციას რომელსაც თქვენ გვაწვდით. თქვენი პასუხისმგებლობაა დაიცვათ ტელეფონი და აპლიკაცია მესამე პირთაგან. აქედან გამომდინარე, ჩვენ გირჩევთ თავი შეიკავოთ თქვენი ტელეფონის jailbreak-ისა და root-ისგან, რაც ითვალისწინებს პროგრამული უზრუნველყოფის შეზღუდვების მოხსნას, რომელსაც ითვალისწინებს თქვენს მოწყობილობაზე დაყენებული ოფიციალური ოპერატიული სისტემა. აღნიშნულმა ქმედებებმა შესაძლოა გახადოს თქვენი მოწყობილობა დაუცველი malware/viruses/malicious პროგრამების წინაშე, რომლებსაც შეუძლიათ თქვენი ტელეფონის დაცვის სისტემის დასუსტება და რაც აგრეთვე ნიშნავს, რომ AIENERGY აპლიკაციამ შესაძლოა შეფერხებით ან საერთოდ არ იმუშაოს. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ შპს ქართლიენეჯი გარკვეულ შემთხვევებზე პასუხისმგებლობას არ აიღებს. აპლიკაციის კონრეტული ფუნქციები საჭიროებენ აქტიურ/მოქმედ ინტერნეტ კავშირს. ეს შესაძლოა იყოს Wi-fi, ან თქვენი საკომუნიკაციო მომსახურების მომწოდებლის მიერ მოწოდებული კავშირი, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, შპს ქართლიენერჯი არ აგებს პასუხს იმ შემთხვევაში, თუ აპლიკაცია გაუმართავად მუშაობს ინტერნეტ კავშირის არ არსებობის ან/და არასტაბილურობის გამო.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ იყენებთ აპლიკაციას wi-fi ზონის გარეთ, უნდა გახსოვდეთ, რომ თქვენი ხელშეკრულების პირობები თქვენი მობილური ქსელის პროვაიდერთან ასეთ დროსაც მოქმედებს. შედეგად, თქვენ შესაძლოა მოგიწიოთ თქვენი მობილური ქსელის მომწოდებლის მიერ დაკისრებული საფასურის გადახდა აპლიკაციის გამოყენებისას ინტერნეტ კავშირით უწყვეტი სარგებლობის გამო. აპლიკაციის გამოყენებისას, თქვენ იღებთ პასუხისმგებლობას ამ ტიპის გადასახდელებზე, რაც აგრეთვე მოიცავს როუმინგის საფასურს თუ თქვენ აპლიკაციას იყენებთ თქვენი ქვეყნის (რეგიონის) ტერიტორიის ფარგლებს გარეთ, როუმინგის გათიშვის გარეშე. თუ თქვენ არ ხართ ის ადამიანი, რომელიც უშუალოდ იხდის ნებისმიერ სახდელს რომელიც შესაძლოა წარმოიშვას კონრკეტული მოწყობილობის საშუალებით აპლიკაციის გამოყენებისას, AIENERGY ავტომატურად თვლის, რომ თქვენ გაქვთ ნებართვა მიღებული მოწყობილობის კანონიერი მესაკუთრისგან აპლიკაციის გამოყენებასთან დაკავშირებით.

იმავე პრინციპებზე დაყრდნობით, შპს ქართლიენერჯი არ იღებს პასუხისმგებლობას იმაზე თუ როგორ მოიხმართ თქვენ თქვენს საკუთრებაში არსებულ მობილურ ტელეფონს/მოწყობილობას. მაგალითად, თქვენი პახუსიმგებლობაა, რომ იქონიოთ მობილური ტელეფონი დატენილ მდგომარეობაში, ხოლო იმ შემთხვევაში თუ იგი დამჯდარია და თქვენ ვერ ახერხებთ აპლიკაციით სრულფასოვან სარგებლობას, შპს ქართლიენერჯი იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას ამ საკითხთან დაკავშირებით.

რაც შეეხება შპს ქართლიენერჯის პასუხისმგებლობას თქვენს მიერ აპლიკაციის გამოყენებასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ მიუხედავად ჩვენი მცდელობისა უზრუნველვყოთ აპლიკაციის გამართული ფუნქციონირება დროის ნებისმიერ მონაკვეთში, ჩვენი სერვისი გარკვეულწილად დამოკიდებულია მესამე პირთა მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე. აქედან გამომდინარე, შპს ქართლიენერჯი არ იღებს პასუხისმგებლობას ნებისმიერ პირდაპირ ან არაპირდაპირ ზიანზე რომელიც შესაძლოა მოგადგეთ, იმ შემთხვევაში თუ სრულად დაეყრდნობით აპლიკაციის მუშაობის გამართულობას. ჩვენ შესაძლოა გარკვეული პერიოდულობით განვაახლოთ აპლიკაცია, რომელიც ამ ეტაპზე ხელმისაწვდომია როგორც iOS ისე Android სისტემებისთვის. ასეთ შემთხვევაში შესაძლოა შეიცვალოს ორივე სისტემის მოთხოვნები, რაც ნიშნავს რომ თქვენ უნდა უზრუნველყოთ განახლებების ჩამოტვირთვა თქვენს მობილურ მოწყობილობაზე, იმ შემთხვევაში თუ გსურთ შეუფერხებლად განაგრძოთ აპლიკაციით სარგებლობა. შპს ქართლიენერჯი არ გპირდებათ, რომ აპლიკაცია მუდმივად განახლდება რათა იგი იყოს შესაბამისობაში თქვენს მიერ გამოყენებად iOS ან Android სისტემის ვერსიასთან. მიუხედავად ამისა, თქვენ გვთანხმდებით, რომ ჩვენი მხრიდან შემოთავაზების შემთხვევაში, თქვენ აუცილებლად გადმოწერთ ყველა საჭირო განახლებს თქვენს მობილურ მოწყობილობაში. ჩვენ აგრეთვე შესაძლოა მივიღოთ გადაწყვეტილება თქვენთვის აპლიკაციის გამოყენების შეზღუდვაზე ასეთი გადაწყვეტილების შესახებ წინასწარ შეტყობინების გარეშე. ასეთ შემთხვევაში, თუ ჩვენგან სხვაგვარ ინსტრუქციას არ მიიღებთ ა) ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებები/ლიცენზიები რომლებიც თქვენ მოგენიჭათ უქმდება; ბ) თქვენ უნდა შეწყვიტოთ აპლიკაციის გამოყენება და (ასეთი მითითების არსებობის შემთხვევაში) წაშალოთ აპლიკაცია.

ცვლილებები ხელშეკრულების პირობებში

ჩვენ პერიოდულად ვანახლებთ ხელშეკრულების წესებსა და პირობებს. ამიტომ, გირჩევთ პერიოდულად შეამოწმოთ ეს გვერდი განახლებული პირობების გასაცნობად. ჩვენ ამ გვერდზე დაპოსტვით გაცნობებთ ხელშეკრულებაში ცვლილებ(ებ)ის შესახებ. ცვლილებ(ებ)ი ძალაშია ამ გვერდზე გამოქვეყნებისთანავე.

დაგვიკავშირდით

თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა ან შენიშვნა ხელშეკრულების პრიობებთან დაკავშირებით, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ.