S

ჩვენ შესახებ

ინდუსტრიული ჰოლდინგი aigroup აერთიანებს სერვისებს aicar, aienergy, aipower და aiproduction. კომპანიის aigroup მთავარ პლატფორმას, მიზნებსა და პრიორიტეტს წარმოადგენს ეკოლოგიური მიმართულების პროექტები.

aicar

კომპანიის aicar მუშაობის ძირითადი პრინციპია დროის და ფინანსების დაზოგვა. ამისათვის ის მომხმარებელს სთავაზობს მოქნილ სერვისს, ე.წ. საზიარო ავტომობილს. კლიენტს შეუძლია დღის ნებისმიერ მონაკვეთში სპეციალური აპლიკაციის საშუალებით იპოვოს უახლოეს წერტილში მყოფი კომპანიის aicar მანქანა და გადაადგილდეს სასურველი მიმართულებით. ავტომანქანით სარგებლობის შემდეგ მომხმარებელს შეეძლება მანქანის დატოვება თბილისის მასშტაბით ნებისმიერ ავტოსადგომზე. აღსანიშნავია, რომ კომპანიის aicar ავტოპარკის ყველა ავტომობილი ელექტრონულია. aicar.ge

aienergy

კომპანია ქმნის დამტენი მოწყობილობების ქსელს მსუბუქი ელექტრომობილებისთვის, რათა ხელი შეუწყოს ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებას და მეტად მიუსადაგოს ის ელექტრომობილების მომსახურებაზე მზარდ მოთხოვნებს.

წესები და პირობები

aipower

კომპანიის მთავარი მიმართულებაა მზის  ელექტროსადგურები და პანელები. განახლებადი ენერგიის მისაღებად ჩვენ ვიყენებთ თანამედროვე ტექნოლოგიების უახლეს მიღწევებს. მზის ელექტროსადგური უმოკლეს ვადებში ზრდის ენერგიის წარმოებას, ამასთანავე იწვევს იმპორტის კლებას, რაც თავის მხრივ ამცირებს ენერგიის ტრადიციულ წყაროებზე დამოკიდებულებას.

aiproduction

საწარმოო ხაზი aiproduction დანერგავს პირველი ქართული ელექტრომობილების წარმოებას საქართველოში. მანქანების ადგილობრივი ბრენდი ელექტრომობილებით მოამარაგებს არა მხოლოდ ქართულ ბაზარს, არამედ კავკასიის რეგიონს, ცენტრალურ აზიასა და ევროპას.